პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს განიხილავს.
მას ქართული ოცნება წარადგენს.
კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კანონპროექტი უკრაინული პროექტის ანალოგიურია.
ოხანაშვილი თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ფორმულას დამფუძნებელს, დავით კეზერაშვილს მოიხსენიებს ოლიგარქად და აცხადებს, რომ სწორედ ის არის ამ სტატუსის მატარებელი და არა ბიძინა ივანიშვილი.
"ბიძინა ივანიშვილზე ეს კანონპროექტი ფიზიკურად და ობიექტურად ვერ გავრცელდება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ის სამი კრიტერიუმი, რომელიც არის შემოთავაზებული, ვერაფრით ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი მოხვდეს ოლიგარქთა სიაში. შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ სამივე კომპონენტს ასრულებენ კეზერაშვილი და ის სხვა ოლიგარქები, რომლებიც აღიარებითი ჩვენებებით, ფაქტებით და ოპოზიციის განცხადებებითვე იმჩნევენ, რომ შეიძლება იქნენ
ქართულ ოცნებას ეს რიტორიკა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ რომ ევროპარლამენტარების განცხადებით, დეოლიგარქიზაცია სწორედ ივანიშვილს ეხება.
დეოლიგარქიზაცია ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაა იმისთვის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს.
2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - არა. საბჭომ განაცხადა, რომ მზადაა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი მოგვარდება მთელი რიგი პრობლემებისა.
მდგომარეობის გამოსასწორებლად ევროკავშირმა საქართველოს 12-პუნქტიანი გეგმა მისცა.
დეოლიგარქიზაცია, ინსტიტუციური გაძლიერება, ანგარიშვალდებულება, მართლმსაჯულების რეფორმა, მედიის დამოუკიდებლობა - ეს იმ ძირითადი რეკომენდაციების ნაწილია, რაც საქართველომ უნდა განახორციელოს.